ქართველი ემიგრანტი ექიმებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთაშორისო კონფერენცია
ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ფონდის პარტნიორი დიასპორული ორგანიზაცია საბერძნეთში – ათენის კულტურის ცენტრი „ კავკასია“ გთავაზობთ დიასპორული ორგანიზაციებისთვის საინტერესო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორობის ფარგლებში დიასპორაში მცხოვრები ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონსოლიდაციას და მათ ჩართვას ქართველი ემიგრანტებისთვის სოციალური და სამედიცნო სერვისების მიწოდების პროცესში.
ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია 2020 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს დროით 20:00-ზე გაიმართება.
„აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ერთ სივრცეში აერთიანებს დიასპორაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს, რომლებიც ემიგრანტებს სამედიცინო კონსულტაციებს უწევენ ასევე, მათ ვინც დიასპორულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ და სოციალურ თემებზე მუშაობენ ან მომავალში აქვთ დაგეგმილი ემიგრანტებისთვის სოციალური სერვისების შეთავაზება;
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 13 დეკემბრისა,“- ნათქვამია განცხადებაში.
ონლაინ სამუშაო შეხვედრის საკითხებია:
- ქართველი ემიგრანტების წინაშე არსებული სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოწვევები;
- დიასპორული ორგანიზაციების როლი სამედიცინო და სოციალური სერვისების ორგანიზებული მიწოდების კუთხით.
სამედიცინო საკითხების მოდერატორი იქნება ქალბატონი ირინა მათურელი, ათენის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ მიქაბერიძე და თიკა სვანიძე – ვანკო.