„დიასპორების ალიანსი საქართველოსთვისა“ და თურქეთის ქართული დიასპორული ასოციაციების მონაწილეობით პირველი ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა 

2020 წლის 26 ნოემბერს ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და დიასპორული ორგანიზაცია „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის“ ინიციატივით, ონლაინსივრცეში ჩატარდა თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართული ასოციაციების და მათი წარმომადგენლების კონფერენცია ფონდის პრეზიდენტთან, ქალბატონ თიკა სვანიძე ვენკოსთან და ფონდის წარმომადგენლებთან.

კონფერენცია გაცნობითი ხასიათის იყო და მას ესწრებოდა თურქეთის 50-მდე ქართული ასოციაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენელი, თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორები და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები. კონფერენციაზე განხილული იქნა თურქეთელი ქართველების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ქართული კულტურის, მეცნიერების და ხელოვნების პოპულარიზაციის სფეროში, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრებს იმ ძირითად გამოწვევებზე , რომლებიც თურქეთელ ქართველებში ქართული ენის შენარჩუნების კუთხით არსებობს.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ქალბატონი თამარ თევდორაძე.

26 ნოემბრის კონფერენციაზე მონაწილეებმა დასახეს სამომავლო გეგმები, რომლებიც ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და თურქეთის ქართული ასოციაციების ხელმძღვანელების მიერ მომავალ სამუშაო შეხვედრებზე იქნება განხილული.

ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და თურქეთის ქართული ასოციაციები თურქეთელ ქართველებთან ერთად ითანამშრომლებენ, ფონდის პრეზიდენტმა წარადგინა ასევე წინადადება თურქეთის რესპუბლიკაში „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები