საქართველოს ელჩი ესტონეთში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა 

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა2 4 ოქტომბერს შეხვედრა გამართა ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.  

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული აქტივობების, ასევე ესტონეთსა  და საქართველოს შორის მიმოსვლის შესახებ რეგულაციების თაობაზე დამსწრე საზოგადოების ინფორმირება.

შეხვედრაზე ელჩმა დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და მიაწოდა ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები