ქართველი კინოგამნათებლების ნამუშევარი Dedolight-ის გამარჯვებულთა შორის მოხვდა
კინოგანათების კომპანია, Dedolight ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს კონკურსს ოპერატორებისთვისა და კინოგამნათებლებისთვის. 2020 წლის კონკურსში გამარჯვებულებს შორის დასახელდა ვიდეო კლიპი საქართველოდან. გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ერთობლივი ნამუშევარი 30 გამარჯვებულიდან მე-14 პოზიციაზე დაფიქსირდა.
კონკურსის გამარჯვებულები კომპანიამ განათების ტექნიკით დააჯილდოვა.
გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ვიდეო გვიჩვენებს მცირე რაოდენობის ტექნიკის პირობებში ინტიმური გარემოს შექმნის ორიგინალურ კონცეფციას.