„დიდი სლემის“ ტურნირზე ლევან მატიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბუდაპეშტში გამართულ „დიდი სლემის“ ტურნირზე,  ქართველმა ძიუდოისტებმა ლევან მატიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა ბუდაპეშტში გამართულ „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ორივე სპორტსმენი +100 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

მატიაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს სძლია, ზაალიშვილმა კი ნიდერლანდების წარმომადგენელი იურ სპიკერსი დაამარცხა.

ბუდაპეშტში IJF-ის ეგიდით გამართულ ტურნირში 61 ქვეყნის 405 ძიუდოისტი ასპარეზობდა. გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ექვსი ძიუდოისტი გამოდიოდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები