შეხვედრა თესალონიკში
თესალონიკში გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 2020 წლის 25 ოქტომბერს, ქ. თესალონიკში, საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ეწვია ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებს – “მამული” და “ლომისი” და გაეცნო მათ საქმიანობას.
გენერალურმა კონსულმა ანსამბლების ხელმძღვანელებთან – ზაზა გიუნაშვილთან, ნათია ამირანაშვილთან და ბექა ჟამურელთან ისაუბრა ქორეოგრაფიული ანსამბლების საქმიანობის შესახებ, მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე. ნოდარ კომახიძემ აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული ცეკვისა და კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
შეხვედრის დასასრულს ანსამბლის მოცეკვავეებმა ქართული ცეკვები შეასრულეს.