პანდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად იტალიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად იტალია შეზღუდვებს ამკაცრებს, კერძოდ:

  • ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები ადგილობრივი დროით 18:00სთ–ზე დაიხურება. იკრძალება ერთ მაგიდასთან 4–ზე მეტი ადამიანის განთავსება.
  • დაიხურება სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, კაზინოები და სილამაზის ცენტრები.
  • საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები (6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის) ფუნქციონირებას გააგრძელებენ, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით საშუალო სკოლებში (11-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის) გაკვეთილების 75% დისტანციურად ჩატარდება.

შეზღუდვები ძალაშია 26 ოქტომბრიდან.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 37 338 ადამიანი იმსხვერპლა,  დადასტურებულია ინფიცირების 525 000 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები