რეალისტური მინიატურები, რომლებმაც წარმატებულ კონდიტერს საკუთარი თავი ხელახლა აპოვნინა

მერი (მარია) ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი მინიატურებამდე წარმატებული კონდიტერი იყო ესპანეთსა და ინგლისში. რესტორანი, სადაც ის მუშაობდა, ინგლისის მასშტაბით, „ტოპ 20“ საუკეთესოთა შორის იყო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საყვარელ საქმეს ცოტა ხნით ჩამოშორდა… ამჟამად ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს.

თოჯინებისა და მინიატურული ფიგურების შექმნით, 2019 წლის დასაწყისიდან დაინტერესდა და მოკლე დროში უამრავი საინტერესო ნამუშევარი შექმნა. როგორც თვითონ ამბობს, ეს საქმიანობა დიდი ხანია გატაცებაზე მეტია და მის სულიერ სამყაროს მთლიანად ავსებს. მერის ნამუშევრებში ყველაზე ხშირად ქართული თემატიკა გვხვდება. ის მათ პოლიმერული თიხისგან, წებოს, ქაღალდისა და სხვა შერეული მასალისგან ქმნის.

რა იქცა ხელოვანისთვის შთაგონების წყაროდ და როგორ ქმნის მინიატურულ საოცრებებს ემიგრაციაში, ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკა ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები