თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ჩარტერული რეისები დაინიშნა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ოქტომბრის ავიარეისების განრიგს კიდევ ოთხი რეისი დაემატა: პარიზი, ათენი, რომი, ვარშავა.
პარიზი
თბილისი-პარიზი-თბილისის ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია Georgian Airways-მა დანიშნა. რეისი 20 ოქტომბერს შესრულდება. გაფრენა თბილისის აეროპორტიდან 08:15 საათზე იქნება, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ჩაფრენა კი 11:15 საათზე პარიზის დროით.
ათენი
თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენა 23 ოქტომბერს შესრულდება. ჩარტერულ რეისს Myway Airlines-ი შეასრულებს. გამგზავრება თბილისიდან 07:00 საათზე, ათენში ჩაფრენა კი 09:00 საათზე საბერძნეთის დროით.
რომი
თბილისი-რომის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენას ისევ ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებს. თბილისიდან გაფრენა 25 ოქტომბერს 07:00 საათზე იქნება, რომში ჩაფრენა კი 09:15 საათზე იტალიის დროით.
ვარშავა
თბილისი-ვარშავის ჩარტერული ფრენების განრიგს კიდევ ორი რეისი დაემატა. 28 ოქტომბერს ავაირეისს ავიაკომპანია LOT-ი შეასრულებს. შემდეგი რეისის შესრულებას კი Myway Airlines-ი გეგმავს 30 ოქტომბერს.
28 ოქტომბრის ფრენა დადასტურებულია და ავიაბილეთებიც უკვე გაყიდვაშია. ხოლო 30 ოქტომბრის რეისს ჯერჯერობით საბოლოო დადასტურება არ აქვს, ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარ დაჯავშნაა შესაძლებელი.