„მიტოვებული სოფელი“ „Animateka“ საკონკურსო პროგრამაში შევიდა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ სლოვენიის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის „Animateka“ საკონკურსო პროგრამაში შევიდა.
ფესტივალი 30 ნოემბერს გაიხსნება და 6 დეკემბერს დასრულდება.
ქართული ანიმაციური ფილმი „მივიწყებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნულ კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია.