ვენის ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ვენის ქართულ სათვისტომოსთან არსებულ საკვირაო სკოლაში ახალი 2020/2021 სასწავლო წელი დაიწყო. ასევე, შედგა მშობლებთან შეხვედრა, სადაც მასწავლებლებმა გააცნეს სასწავლო პროგრამა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
სკოლის მასწავლებლების მიერ შეიქმნა ევროპული სტანდარტების სრულიად ახალი და ინოვაციური პროგრამა,რომელიც მორგებულია ორენოვან ბავშვებზე.
ქართული საკვირაო სკოლა მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს, მუსიკის შესწავლასა და არჩევით საგნებს სთავაზობს, გარდა ამისა, სემესტრის განმავლობაში დაგეგმილია გასვლითი პრაქტიკული და შემეცნებითი გაკვეთილები