ვარშავაში ქართველი ოფიცრის, არტემ არონიშიძის სახელობის წრიული მოედანი გაიხსნა

პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, ვარშავაში  ქართველი ოფიცრის, არტემ არონიშიძის სახელობის წრიული მოედანი გაიხსნა. აღნიშნული  გადაწყვეტილება ქ. ვარშავის საკრებულომ  ოხოტას რაიონის გამგეობის და პოლონეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივითა და წარდგინებით მიიღო. 

მაიორი არონიშიძე 1939 წლის სექტემბერში, ხელმძღვანელობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთის ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებას. გამოჩენილი თავდადებისა და გმირობისათვის მიღებული აქვს პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო – Virtuti Militari-ის ვერცხლის ჯვარი.

წრიული მოედნის გახსნის ღონისძიებაში, ელჩთან ერთად მონაწილეობა მიიღო ოხოტას რაიონის გამგებელმა, კატარჟინა ლენგევიჩმა და ქ. ვარშავის საკრებულოს წევრმა, პიოტრ ჟბიკოვსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები