შტუტგარტში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართება

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ქ. შტუტგარტში გაიმართება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლევან იზორიას შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ადგილების რაოდენობა შეზღუდული არის.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება სარეგისტრაციო განცხადებების რიგითობის მიხედვით.

შეხვედრაზე დამსწრეთა მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSc1Ec7VUxXepz…/viewform

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეხვედრაზე დასწრების დასტურს.

შეხვედრის დასაწყისი: 19.00 საათი.

მისამართი: Rudolf Steiner Haus Stuttgart,  zur Uhlandshöhe 10, 70188 Stuttgart

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები