ემიგრანტებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელ 3-თვიან უფასო კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის განხორციელდება ინგლისური ენის შემსწავლელი 3-თვიანი კურსი (კურსი არის უფასო და დაფუძნებულია დისტანციური სწავლების მეთოდზე), რომლის მიზანია ემიგრაციაში მყოფი ქართველების ცოდნის დონის ამაღლება ინგლისურ ენაში (საკომუნიკაციო დონეზე).

სასწავლო კურსი დაიწყება 15 სექტემბერს, გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. 

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 7 სექტემბერი. კურსზე მისაღები აპლიკანტების რაოდენობა შეზღუდულია.  შერჩევა კი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება: გენდერული ბალანსი, გეოგრაფიული ბალანსი,  მოტივაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები