მსოფლიოში ყველაზე პატარა მოდელი ქართველია
წლინახევრის ჯულია ჩიბირაშვილი ცნობილი ბრენდის, ,,ბიორშკას“ სახე გახდა.
რამდენიმე თვის წინ ბრენდმა, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსი გამოაცხადა, სადაც რამდენიმე ათას კონკურსანტს შორის, კონკურსის მესვეურებმა და ჟიურს წევრებმა წლინახევრის ჯულია გამოარჩიეს.
ჯულიას სახასიათო სახითა და აქტიურობით და ფოტოსესიაზე გამოვლენილი ტალანტით მოხიბლულმა ბრენდის წარმომადგენლებმა პატარა მოდელს 12 წლამდე კონტრაქტი უკვე გაუფორმეს.
ჯულია ჩიბირაშვილი იტალიაში მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მას საქართველოშიც ჰყავს უფროსი და – ძმა და ის მათ ხშირად სტუმრობს.
ჯულია გადაღებებზე სხავადასხვა ქალაქში მოგზაურობს და თავისი ასაკისთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს.
ბრენდი ჯულიას ბანერებს მალე საქართველოშიც გამოფენს.