Turkish Airlines 29 აგვისტოდან თბილისიდან რეისების შესრულებას დაიწყებს

საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines 29 აგვისტოდან თბილისიდან რეისების შესრულებას დაიწყებს.

“თურქეთის ავია ხაზები” 2020 წლის 29 აგვისტოდან – 26 სექტემბრამდე, ყოველ შაბათ დღეს, 03.55 სთ-ზე, შეასრულებს ცალმხრივ ფრენებს თბილისი – სტამბოლის  აეროპორტის მიმართულებით.“ – ნათქვამია განცხადებაში.

Turkish Airlines–მა უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა.

საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდვები საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე 1 ოქტომბრამდე გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები