ნიუ-იორკში გენერალურმა კონსულმა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა ნიუ იორკში, ნიუ ჯერსსა და ფილადელფიაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გენერალურმა კონსულმა, დიანა ჟღენტმა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებსა და სირთულეებზე. რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე – საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციისა და ბორდერიზაციის პროცესის შესახებ, ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით.

ამასთანავე, ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, გენერალურმა კონსულმა ისაუბრა COVID-19-ის პანდემიის ფონზე რუსეთის გააქტიურებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ, განხილულ იქნა რუსეთის მიერ გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმწვავესი გამოწვევები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები