გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის დემეტრე გამსახურდია ონლაინკონცერტს გამართავს
15 აგვისტოს გერმანიაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ფესიბუქგვერდის ლაივის მეშვეობით ქართველი მუსიკოსის, დემეტრე გამსახურდიას ონლაინკონცერტი გაიმართება.
დემეტრე გამსახურდია ახალგაზრდა კომპოზიტორია. ის ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი და კონსტანტინე გამსახურდიას შვილია. იგი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს.
კონცერტი გერმანიაში საქართველოს საელჩოს რუბრიკის ნაწილია, რომლის მიზანსაც გერმანიაში მყოფი ქართველი ხელოვანებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინკონცერტებისა და ვიდეორგოლების მომზადება.
როგორც გერმანიაში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, ქართველები წარმატებით მოღვაწეობენ უცხოეთში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაშიც საკუთარი დიდი წვლილი შეაქვთ.
პროექტში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები მიიღებენ, რომელთა კონცერტებიც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდზე წინასწარ დაანონსდება.