,,ქართული კვირა“ დიასპორულ ორგანიზაცია ,,ემიგრანტის სახლთან“ თანამშრომლობას იწყებს

,,ქართულ კვირა“ დიასპორულ ორგანიზაცია, ,,ემიგრანტის სახლთან“ თანამშრომლობას იწყებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დარეჯან ღამბაშიძემ.

„ემიგრანტის სახლი“ დაარსდა 2018 წელს. ორგანიზაციის დამფუძნებლები ანა ბალამწარაშვილი (ბელგია), დარეჯან ღამბაშიძე (ათენი) და აკადემიკოსი გარი ჩაფიძე (საქართველო) არიან. “ემიგრანტის სახლი“ გაიხსნა 21 ქვეყანაში და ჰყავს წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოშიც, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია , „ემიგრანტის სახლის“ წარმომადგენელია.

ორგანიზაციის მიზანი ქართველი ემიგრანტების კონსოლიდაცია; საინფორმაციო დონის ამაღლება; კულტურისა და განათლების იდენტურობის განმტკიცება და შენარჩუნებაა; სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა, ასევე ქართულ დიასპორებს შორის, ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა ქვეყნებში ქართულ სათვისტომოებთან საქმიანი და კულტურული ურთიერთობების დამყარებაა;  უცხო ქვეყნის დისპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სხვადასხვა მიმართულებით, გაცვლითი პროგრამები განათლების, კულტურის, ბიზნესის, სახალხო დიპლომატიასა თუ სხვადასხვა სფეროში. ორგანიზაციის საქმიანობა ემიგრანტი სტუდენტებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლებისა და შემდგომი დასაქმების კუთხით, მათი შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს სასარგებლოდ და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც ისახავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

,,ჩვენი თანამემამულეები, ემიგრაციაში  წლების განმავლობაში ცხოვრობენ ლეგალურად და არალეგალურადაც, სადაც  თავს იჩენს, სხვადასხვა პრობლემები: სამართლებრივი, სამედიცინო, თუ სოციალური პრობლემები. ეს საკითხები განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალ სტატუსის მქონე ემიგრანტებთან. ენის ბარიერის გამო, ხშირია გაუგებრობის შემთხვევები, ორმხრივი ურთიერთობის მოგვარება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. თავს იჩენს მძიმე სამუშაო პირობების ფაქტები, როგორც ლეგალური სტატუსის მქონე, ასევე არალეგალური  სტატუსის მქონე პირებში. ხშირია  ტრეფიკინგის,  იძულებითი შრომის, საკუთარი უფლებების  არცოდნა და დაუცველობა.  ჩვენი მჭიდრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, საჭირო პროფილის მქონე სახელმწიფო სტრუქტურებთან და საადვოკატო კომპანიებთან ვთანამშრომლობით, ვეხმარებით თანამემამულეებს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებასა და გადაჭრაში, საპატიმროში ქართველი პატიმრების უფლებების დაცვასა და გაცნობაში, თავშესაფრის მომთხოვნთა მდგომარეობის შესწავლასა და საზოგადოების ყურამდე მიტანაში. ინფორმაციის წვდომაში, სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტებს, “ემიგრანტის სახლის“ დახმარებით, აქვთ შესაძლებლობები მოაწყონ, მათთვის საინტერესო ღონისძიებები, შეკრებები, გაუზიარონ ერთმანეთს ემიგრანტული ცხოვრების ეპიზოდები და გამოცდილებები.

მთავარ ამოცანად რჩება, ჩვენი ემიგრაციის  საქართველოში დაბრუნებასა  და დასაქმებაში ხელშეწყობა,  მათი რეინტეგრაცია, დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის საფუძველზე.  მსგავსი მედიაპორტალის არსებობა და საქმიანობა, როგორიც ,,ქართული კვირაა“ მნიშვნელოვანია  ჩვენთვის, რათა რეალურად გაშუქდეს ემიგრანტული ცხოვრების დადებითი თუ ნეგატიური მხარეები. ჩვენი ორგანიზაცია ხშირად საუბრობდა, შექმნილიყო საქართველოში საინფორმაციო წყარო, სადაც სისტემატურად გაშუქდებოდა,  ჩვენი თანამემამულეების საქმიანობა, მოღვაწეობა, წარმატებები…  მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება, საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.  ასევე მნიშვნელოვანია, ქართველ ემიგრანტთა შრომისა და მიმღები ქვეყნების დამსაქმებლებთან შრომითი ურთიერთობის წარმოჩენა,  როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში, რათა შეიქმნას რეალური სურათი, ჩვენი თანამემამულეების ავტორიტეტისა და პატივისცემისა, რადგან მოსახლეობაში მხოლოდ ნეგატიური, კრიმინალური ფაქტები შუქდება,“- ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბრისას დარეჯან ღამბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები