ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერით ქუთაისში მორიგი პროექტი განხორციელდა 

ქალაქ ქუთაისში, 37-ე საჯარო სკოლის კედელზე მე-20 საუკუნის დიდი ქართველი პოეტის, ზურაბ გორგილაძის ლექსის ,,ჩაუმქრალი სანთლები” იგივე ,,ჰოიდა ნანას” საზეიმო გახსნა მოეწყო.

ჟურნალისტ შალვა კამლაძის საავტორო პროექტის ,,ლექსი კედელზე” ფარგლებში უკვე მე-9 კალიგრაფიული ნაშრომი შეიქმნა.  პროექტის არსებობის მანძილზე ზურაბ გორგილძის ლექსი არის ყველაზე მასშტაბური მისი მოცულობით, ასევე ის პირველი ლექსია, რომელიც საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების კედელზე განთავსდა.

ღონისძიების ფარგლებში ფონდის “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ორგანიზებით მოეწყო ფონდის კალიგრაფიის ონლაინსწავლების პედაგოგის, კალიგრაფისა და აფხაზეთის სულიერების ცენტრის მთავარი სპეციალისტის ლეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენაც.

აღსანიშნავია, რომ ლექსი კალიგრაფიულად ახალგაზრდა რუსთაველმა კალიგრაფმა, კალიგრაფიის ონლაინ სწავლების პედაგოგის, დავით მაისურაძის მოსწავლემ, ვაჟა ერემეიშვილმა გადაწერა.

აღნიშნული ნაშრომის კედელზე საგამოფენოდ გადატანა თურქეთში მცხოვრები ქართველი ქველმოქმედის,  მერი დიასამიძის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები