საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით სპეციალური რეისები დაინიშნა

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით სპეციალური რეისები დაინიშნა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებს ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air შემდეგი განრიგით განახორციელებენ:

13 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – ვარშავა – თბილისი;

15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა – ქუთაისი – ბარსელონა;

17 ივლისი, ავიაკომპანია Myways Airlines, თბილისი – რომი – თბილისი;

22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი – პარიზი (ბოვე) – ქუთაისი;

28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისი – ათენი – ქუთაისი

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სპეციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს. ავიაბილეთების შეძენის პირობები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები