ონლაინ ლექცია GIPA-ს სოციალურ სწავლებათა სკოლის სტუდენტებისთვის

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა  გიგი გიგიაძემ, მოწვეული სპიკერის რანგში, ონლაინ ლექცია წაიკითხა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA-ს სოციალურ სწავლებათა სკოლის სტუდენტებისთვის.

საკუთარი მოხსენების ფარგლებში გიგი გიგიაძემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე“, რომელთა შესრულება მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირთან დაახლოვების, ასევე მასში გაწევრიანების თვალსაზრისით.

ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო დანია-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებში დანიის მონაწილეობის შეფასებას.  საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა დანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობის ფორმატებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები