ათენის კულტურულ ფესტივალს- “ All of Greece, one Culture” ქართველი მეცო-სოპრანო გახსნის

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 18 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, ათენში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებების ციკლი სახელწოდებით “All of Greece, one Culture”.

წლევანდელი ზაფხულის პროგრამას გახსნის ქართველი მეცო-სოპრანო, მილანის ლა-სკალას, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენისა და პარიზის ოპერის ვარსკვლავი, ანიტა რაჭველიშვილი.

ანიტა რაჭველიშვილის პირველი სოლო-კონცერტი 2020 წლის 18 ივლისს, ათენის ცენტრში, რომაული აგორას ღია სივრცეში გაიმართება.

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კულტურული პროგრამის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე დასწრება შესაძლებელია იმ არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობის ბილეთის შეძენით, სადაც ჩატარდება ესა თუ ის კულტურული ღონისძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები