წიგნის ქურდი ნემეცი თბილისიდან

1885 წელს გაზეთი დროება თბილისში მომხდარი უჩვეულო ქურდობის შესახებ წერდა: 

„ჩვენ შევიტყეთ, რომ ერთს ნემეცს, რომელსაც თბილისის გეოგრაფიის საზოგადოების ბიბლიოთეკა ჩააბარეს წესში მოსაყვანად, წიგნები უზიდნია და უბრალო ქაღალდის ფასად უყიდნია.

ეხლა პოლიცია დადის და აქა-იქა დუქნებში პოულობს წიგნებს.

ნემეცი მეტეხის ციხეში დაუჭერიათ.

გუშინ ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი იყო, რომ ერთს ნემეცს თბილისის გეოგრაფიული საზოგადოების ბიბლიოთეკიდამ წიგნები მოეპარა და უბრალო ქაღალდის ფასად გაეყიდნა.

აი, გაზეთს „კავკაზში“ რა სწერია ამ საქმის შესახებ:

როდესაც ხსნებული ბიბლიოთეკა წესიერებაში მოუყვანიათ, რომ გარეშე ხალხსაც შესძლებოდათ წიგნებით სარგებლობა, მოუწვევიათ ბიბლიოთეკაში სამუშაოდ ავსტრიის ქვეშევრდომი ფ. ჩამომავლობით ჩეხი. ამან ისარგებლა თურმე, საზოგადოების საქმეების-მწარმოებელის ავადმყოფობით და ბევრი წიგნები მოიპარა.

ბევრი ძვირფასი და ძნელად საშოვნელი წიგნები დაიკარგა, როგორც, მაგ., „კავკასიაში მოგზაურობა დიუბუასი“, ამ თხზულების შესახები კარტა, „შარდენის მოგზაურობა“ და სხვ.

გეოგრაფიული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ის პირნი, რომელთაც შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში საზოგადოების წიგნები, დაუბრუნებენ მათ საზოგადოებას, რისთვისაც უნდა მომართონ საზოგადოების საქმეების მმართველს, ელისეი ისიდორეს-ძეს კონდრატენკოს. ნახვა შეიძლება დილის ათის საათიდამ 12 საათამდის.

წიგნების მომტანთ ფული მაშინვე მიეცემათ.“

წყარო: მადათოვი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები