ქართველი ემიგრანტი ბავშვების კალიგრაფიული ნამუშევრები აფხაზეთს

 

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით კი ეს დღე „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა და რამდენიმე წელია, აღინიშნება. სწორედ ამ დღის აღნიშვნას შეუერთდნენ ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 

ფონდი, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან და გაერთიანება „რუსთაველ კალიგრაფებთან“ პარტნიორობით, ახორციელებს უპრეცედენტო პროექტს – „კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები“,  რომლის ფარგლებშიც ქართველმა ემიგრანტმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, კალიგრაფიულად გადმოეცათ საკუთარი სათქმელი და თავისებურად მოფერებოდნენ აფხაზეთს…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები