სოფია კვინიკაძე კორეულის საუკეთესო მცოდნე ცნობილი უცხოელების ათეულში მოხვდა
სოფია კვინიკაძე უკვე ორი წელია კორეაში სწავლობს და მუშაობს. მას შექმნილი აქვს გვერდი, რომელიც ძალზე პოპულარულია ქართველებში. ვლოგერ სოფიას უამრავი გამომწერი ჰყავს, რაც ალბათ მისი მხიარული და პოზიტიური ვიდეოების დამსახურებაა.
როგორც ჩანს, სოფია მარტო ქართველებს არ უყვართ, ის კორეელების რჩეულიც გახდა და კორეულის საუკეთესო მცოდნე ტელევარსკვლავ – ცნობილი უცხოელების ათეულში მოხვდა.