გამოფენა ესპანეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დაიგეგმა გამოფენა, რომელიც ონლაინ რეჟიმში, საელჩოს ფეისბუქ გვერდზე, 26 მაისს გაიმართება.
აღნიშნული გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. ნაშრომების თემად განსაზღვრულია ბავშვის თვალით დანახული კოვიდ 19-ის რეალობა და საქართველოს აქტიური ჩართულობა პანდემიასთან ბრძოლაში.
ნამუშევართა ავტორები უნდა იყვნენ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ.
ის ავტორები, რომელთა ნაშრომებს მეტი მოწონება ექნება, დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. კონკურსში გამარჯვებული ნაშრომები გამოიფინება თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაგეგმილ წლის შემაჯამებელ გამოფენაზე.
ასევე, საქართველოს საელჩო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე, კონკურსში გამარჯვებულ ნამუშევარს ღონისძიების მოსაწვევ ბარათზე დაბეჭდავს.