თავგადასავლებით სავსე ნიუ – იორკის მეტრო

სოციალურ ქსელში Svet Lana – ს პოსტი გავრცელდა, რომელიც მეტროში გადამხდარ ერთ პატარა ისტორიას მოგვითხრობს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი წლების წინ მოხდა, მაინც გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეზიარებინა.

“ნიუ – იორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს შემთხვევით მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ ჩემ ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურადღება და აჟიტირებულმა მკითხა:

– ქართველი ხარ ?

გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს გავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს.

– კი თქო – ვუპასუხე,

მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული, საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი.

წამიკითხე თქო ვთხოვე. ჩემდა გასაოცრად ფანტასტიურად წაიკითხა.

ეს ადამიანი არის ევანს სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ახლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიას და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება.

ამ ამბავმა დღე გამიხალისა, სასიამოვნოა, როცა ამხელა  ქვეყანაში შეხვდები უცხოელ ადამიანს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები