ინფორმაცია ქუვეითში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
ქუვეითში კორონავირუსით დაინფიცირების მზარდი დინამიკის თანახმად ქუვეითის სახელმწიფოს ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება 24-საათიანი კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ. შედეგად, ვირუსის პრევენციის მიზნით, 2020 წლის 10 მაისის 16:00 საათიდან 2020 წლის 30 მაისამდე ქვეყანაში ამოქმედდა 24 საათიანი კომენდანტის საათი. ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ავრცელებს საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში.
„2020 წლის 11 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით მუშაობას შეწყვეტს საბანკო სექტორი, ყველა სახის ბიზნეს კომპანია, საფონდო ბირჟები. იკრძალება გაზეთების და მედია პუბლიკაციების დისტრიბუცია, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ელექტრონულად. ასევე დაწესდა შეზღუდვები სახლში მიტანის მომსახურებაზე, ოპერირებას გააგრძელებენ მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები და კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან საავადმყოფოებს და რაიონულ სასურსათო კოოპერატივებს (შეზღუდვები არ გავრცელდება საკარანტინო ობიექტებზე და აფთიაქებზე) ქუვეითში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა კვირაში ერთხელ ელექტრონულად მოითხოვონ მათი საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად, უახლოეს რაიონულ სასურსათო კოოპერატივში ვიზიტის ბარკოდი პროდუქტების შესაძენად.
ასევე ნებადართული იქნება უშუალოდ მათი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე 16:30-დან 18:30-მდე ფეხით გადაადგილება.”