ისრაელში მცხოვრებ თინა შიმშილაშვილს ღირსების ორდენი გადაეცა

ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელს, თინა შიმშილაშვილს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების მედალი ელჩმა ლაშა ჟვანიამ გადასცა.

“მთელი ცხოვრება ისრაელში ყველაფერი ქართულის პოპულარიზაციას მოახმარა. ლექსით და სიტყვით, კალმით და მთელი გულით საქართველოს ეტრფოდა! 2008 წლის ომში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების ისრაელში მკურნალობის დროს საავადმყოფოდან საავადმყოფოში გადადიოდა – “ოჯახებიდან შორს არიან, დედის სითბო აკლიათ ახლოდან და ეგებ რაიმეთი შევუმსუბუქოო”!  შვილები არ ჰყავს, საქართველოს სიყვარული ასაზრდოებდა და ახლა ქართველის ხელიდან იღებს საზრდოს!” – წერს საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები