საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებით ორი ავიარეისი დაინიშნა

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაინიშნა 2 დამატებითი ავიარეისი –  30 აპრილს შესრულდება თბილისი-მადრიდი- თბილისის, ხოლო 2 მაისს თბილისი- პრაღა- თბილისის ფრენა. 

ამ ეტაპზე დანიშნულ სპეცრეისთა განრიგი ასეთია:

14 აპრილი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი – თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი – თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი – თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი – თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები სხვადასხვა საკარანტინე სივრცეში ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები