“მაინტერესებს, რატომ არ აქვს ამერიკაში იებს სუნი?…”

ქართველი ემიგრანტის, ხათუნა პაიჭაძის კედლიდან.

„გაზაფხული მაინც მოვიდა ამ კორონობაში.  ეზოში იები ამოვიდა… დავკრიფე… მაგრამ რად გინდა. სუნი არ აქვს. არადა, როგორ ნეტარებით დავყნოსე და რა იმედგაცრუებული დავრჩი…

ტელეფონზე ზარია. ჩემი მეგობარი ალისია რეკავს, აინტერესებს როგორ ვარ. მე კი მაინტერესებს, რატომ არ აქვს ამერიკაში იებს სუნი.

– ალისია, იას სუნი არა აქვს – შევჩივლე მე… ვყნოსავ და აი, საერთოდ არანაირი….

– ო მაი გად, ო მაი გად! ისე შეიცხადა ალისიამ, რომ ვიფიქრე იების მოკრეფა ნაღდად დახვრეტით ისჯება და ამერიკის ფლორის განადგურებისთვის ნაღდად დამიჭერენ თქო.

– ვოთ ჰეპენ ალისია? ვკითხე დიდად გაოცებულმა.

– კორონა გაქვს კორონა! შეიცხადა იმან.

– რა კორონა ქალო?

– ყნოსვა დაკარგე ყნოსვა! კორონამ იცის მასე!

 ასე ერთიანად გადავირიეთ ხალხო მთელი მსოფლიოს ხალხები)))“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები