ემიგრანტები ემიგრანტებისათვის – “ახლა ძალიან გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა” 

მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რასაკვირველია, ქართველ ემიგრანტებსაც შეეხოთ. უამრავი ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ სამუშაოსა და შემოსავლის გარეშე დარჩა, სწორედ მათ დასახმარებლად მიმდინარეობს მრავალი სოციალური კამპანია, რომლებიც თავად ემიგრანტებმა წამოიწყეს. ბევრი ასეთი ქველმოქმედების ამბავი გაუხმაურებელი რჩება – ადამიანები სიკეთეს ჩუმად აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი ემიგრანტი იტალიაში მცხოვრები ლელა ლაჩაშვილია.

“ცხოვრება მაინც სიყვარულია

ცხოვრება მოსაწყენი გახდა ყალბი ურთიერთობებით. ვერ ვიტან, როცა მეკითხებიან ხომ არაფერი მეწყინა ან მეტკინა ან ხომ არაფერი მიჭირს… საოცრად ინდიფერენტული ადამიანი გავხდი. არაფერი არ მწყინს ან ისე უცებ მავიწყდება, არ შეიძლება ამას წყენა დავარქვათ.. ამბობენ, რომ ეს უთავმოყვარეობაა. მეც ვთვლი, რომ არა. არ შეიძლება, რამე გეწყინოს ადამიანებისგან და მით უმეტეს ახლა. არც განსაკუთრებული ქება დიდება მრჩება მეხსიერებაში. ჩემზე კარგად არავინ იცის ვინ ვარ. მაღიზიანებს ყალბი სიბრალული. არავინ მძულს. არ მსურს ვინმემ შესძლოს ჩემი გრძნობებით მანიპულირება. ცხოვრება ჯანსაღ ურთიერთობებზე უნდა იყოს აგებული და არა გამორჩენაზე, მოლოდინზე. ყალბი სიყვარულიც სასაცილოა და ყალბი სიძულვილიც.

თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ თუ არა და ნუ ჩათვლით თავს დამნაშავედ, ვერც მე ვაკეთებ ყველაფერს ისე, როგორც უნდა ვაკეთებდე. ახლა ძალიან მჭირდება თქვენი თანადგომა, უმუშევრად დარჩენილი ემიგრანტების გამოსაკვებად, ყველას თავისი გვიჭირს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ზოგი სამი თვეა ჩამოვიდა, მუშაობის დაწყებაც ვერ მოასწრო და ეს ამბავი დაემთხვა. ბავშვიანი ოჯახებია , პატარები რომ გამოკვებო, ერთ “ჰუმანაში” 35 € გადასახდელი. ზოგი ინსულინზეა, რომელიც 47€ ღირს და ამის გარეშე ვერ იცოცხლებს. არ გეგონოთ, თქვენგან ვითხოვ. მე თვითონ რაც მქონდა, გავიღე ამ თვეში და შემდეგ ხელფასს ახლა ველოდები… ცხოვრება მაინც სიყვარულია და თანადგომა! გავიტანოთ ერთმანეთი აპრილის ბოლომდე და მერე ღმერთი გვიშველის, ასე ხომ არ გაგრძელდება.
მოკლედ დამირეკეთ ვისაც დახმარება გჭირდებათ და ვისაც სურვილი გაქვთ დაეხმაროთ: ლელა ლაჩაშვილი
+39 389 435 1090 “- წერს ლელა ლაჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები