პოლონეთში მყოფი ქართველებისათვის სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა შეიქმნა

დიასპორული ორგანიზაცია “ქართული დიასპორა პოლონეთში” სააპლიკაციო ფორმას ავრცელებს, რომლის მეშვეობითაც დადგინდება პოლონეთში მყოფი იმ ქართველი ემიგრანტების ზუსტი რაოდენობა და საჭიროებები, რომლებიც სახელმწიფოსა და დიასპორის მხრიდან დახმარებას საჭიროებენ. 

“მეგობრებო, როგორც იცით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე დარჩა თავშესაფრისა და ფინანსების გარეშე. საქართველოს საელჩო ქართულ დიასპორასთან ერთად ყველანაირად ცდილობს, დაეხმაროს მათ, ვისაც ეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ძალიან გაგვიხარდება თუ შემოგვიერთდებით და ერთად დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს.

მათთვის, ვისაც სჭირდება დახმარება, შექმნილია სპეციალური სააპლიკაციო ფორმა.

თუ ამ მომენტისთვის იმყოფებით პოლონეთში და არ გაგაჩნიათ თავშესაფარი, არ გაქვთ საკმარისი ფინანსები თავის შესანახად ან იცით ვინმე ,ვისაც სჭირდება კონკრეტული დახმარება გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა. ჩვენი მხარდაჭერის ჯგუფი დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ შეძლებისდაგვარად” – ნათქვამია დიასპორული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები