აშშ-ში მცხოვრები ქართველებისათვის ონლაინკონსულტაციას მამუკა მაჩაიძე ჩაატარებს

აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ონლაინ-კონსულტაციას ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი ინფექციონისტი, მამუკა მაჩაიძე ჩაატარებს. კონსულტაცია აშშ-ში საქართველოს საელჩოს გვერდზე 32 მარტს, ადგილობრივი დროით 14 საათზე დაიწყება. ექიმისათვის კითხვების დასმა შესაძლებელი იქნება როგორც პირდაპირი ჩართვის მსვლელობისას, ასევე წინასწარ მიწოდებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: sgegechkori@mfa.gov.ge

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები