“მთელი მსოფლიო მტკივა ახლა, განსაკუთრებით იტალია…”
კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავი – ნინო სურგულაძე ეხმიანება დღევანდელ სიტუაციას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მსოფლიო საშიშ ვირუსს ებრძვის. არ დარჩა ადამიანი, ვინც ამაზე, ძირითადად, მაღალი სამოქალაქო შეგნებით არ ფიქრობს, თუმცა, ისეთებიც არიან, ვინც საფრთხეს რეალურად არ აღიქვამენ და თავად ხდებიან სხვებისთვის საფრთხე. ახლაც ყველაზე დიდი იმედით, მილიონობით ადამიანი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შესცქერის და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ ამ სფეროშიც გამორჩეული პროფესიონალები გვყავს და განსაკუთრებულად გვეიმედებიან, ბევრ მადლობას იმსახურებენ და დიდ დაფასებას, თუნდაც იმით, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ და ამით შევუმსუბუქოთ ტვირთი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად აწევთ.
ვფიქრობ, მადლობას იმსახურებს ჩვენი მთავრობა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი, რომლებიც კოორდინირებულად, ყოველდღიურად მგონი მართლა შეუძლებელს აკეთებენ და მაქსიმალურად გვიცავენ. მე ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი, ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვაწუხებს, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ამ გამოწვევას, ქართველი ექიმების შრომით და მიღწევებით აღფრთოვანებულები არიან.
მადლობა ჩვენს სამართალდამცველებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას, ვინც ახლა ჩვენთვის იბრძვის და ძალ – ღონეს არ იშურებს.
მთელი მსოფლიო მტკივა ახლა, განსაკუთრებით, საქართველოსთან ერთად, იტალია, სადაც ასეთი რთული სიტუაციაა და როცა ამას ვაცნობიერებ, მერე უფრო მეტად ვხვდები საქართველომ რამდენი შეძლო. ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, ჩვენს მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ სახლში, შევამციროთ რისკები, მეტი საშუალება მივცეთ მათ, ვისაც ეს ეხება და გამოსდის სიტუაცია უკეთესად მართონ. დავეხმაროთ ჩვენი სიფრთხილით მათაც და პირველ რიგში, საკუთარ თავს, ახლობლებს, მშობლებს, ოჯახებს, მეგობრებს…
უახლოეს წარსულში, საქართველომ ბევრი გადაიტანა, მათ შორის ორი ომი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანი მოქმედება, იმიტომ, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, რომლის წინააღმდეგ ჯერ ვაქცინა არ არსებობს და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება – სახლში დარჩენა და ერთმანეთზე ზრუნვა. ესეც გაივლის, ამასაც გავუმკლავდებით, თუ ერთად ვიქნებით.”