„როცა ქვეყნებს სძინავთ – 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“

ქართული და იტალიური პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია 2 თებერვალს იტალიაში გაიმართება.

პრეზენტაციასა და ანთოლოგიაში შემავალ იტალიელ პოეტებთან შეხვედრას დიასპორული საზოგადოება “სამშობლო – გულით სატარებელის” ხელმძღვანელი და ანთოლოგიის მთარგმნელი, ნუნუ გელაძე წარუძღვება, თავად წიგნს კი გამომცემელი დიანა ბატაჯა წარადგენს.

გემოცემში შესულია შვიდი ქართველი პოეტი ქალის – ეთერ თათარაიძის, ელა გოჩიაშვილის, მარიამ წიკლაურის, კატო ჯავახიშვილის, ეკა ქევანიშვილის, მანონ ბულისკერიასა და ქეთი დუმბაძის შემოქმედება.

ღონისძიება დიასპორული საზოგადოების დამფუძნებლის, ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები