ვენის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ”Ferien-Messe Wien”
2020 წლის 16 – 19 იანვარს, ვენაში, გაიმართება საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ”Ferien-Messe Wien”, რომელზეც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ტურისტული კომპანიებით იქნება წარმოდგენილი.
გამოფენაზე სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მიიღებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება აგრეთვე ქართული ღვინის დეგუსტაცია.
”Ferien-Messe Wien”- ზე ქართული კუთხის მონახულება შესაძლებელია A0425 სტენდზე.