დიდ ბრიტანეთში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს 

2020 წლის 14 იანვარს, დიდ ბრიტანეთის ქალაქ ექსეტერში, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული სიმბოლიკით, დროშით, დამზადებული სუვენირები, რომლებიც სიმბოლურად გადაეცათ ბრიტანელ ახალგაზრდებს, რადგან ღონისძიების შემდგომ მოგონება საქართველოზე დიდხანს გაჰყოლოდათ. უცხოელმა და ქართველმა სტუდენტებმა ერთად შეადგინეს სიტყვები ქართულ ენაზე და ქართული დამწერლობის გამოყენებაც სცადეს, რამაც ბრიტანელების განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა საქართველოს დროშის წარმომავლობასა და ისტორიას.

“აღსანიშნავია, რომ უცხოელ ახალგაზრდებში გაიზარდა დაინტერესება და სურვილი,  მომავალში ეწვიონ საქართველოს და უკეთ გაიცნონ ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და თავად დაათვალიერონ ქვეყანა, რომლის შესახებაც ბევრი პოზიტიური და საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს” – აცხადებენ საქართველოს საელჩოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები