ნიდერლანდებში ქართული დიასპორის შეხვედრა მოეწყო

12 იანვარს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და მასთან არსებული საკვირაო სკოლის ორგანიზებით, სკოლის აღსაზრდელებისა და მათი მშობლებისათვის საელჩოს შენობაში საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებაზე საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ და საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და შობა-ახალი წელი  და ახალი სასწავლო სემესტრის დაწყება მიულოცეს.

მიღებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ქართული ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი „შარა“, რომელიც ნიდერლანდებში დიასპორული ორგანიზაციების „იმედისა“ და „ბაგრატიონის საზოგადოების“ მოწვევით იმყოფება და კონცერტებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები