ავსტრალია საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატებს აღიარებს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალია დღეიდან საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს აღიარებს.
“2020 წლის 1-ლი ნიუსი – ავსტრალიისგან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების ხელმოწერილი მემორანდუმი მივიღეთ.
დღეიდან ავსტრალია აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს, რაც მნიშვნელოვანი ნდობაა ჩვენი მეზღვაურების განათლების და სერტიფიცირების სისტემის.
ავსტრალიის საზღვაო ხელისუფლება (AMSA) ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის მქონეა. მათი აღიარება სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალია.
შემდეგი სახელმწიფო გაერთიანებული სამეფო იქნება!”
გილოცავთ 2020 წლის ასე დაწყებას!”