ზაზა მარჯანიშვილის საშობაო საჩუქარი მსმენელს

ხვალ, 8 იანვარს თუმანიშვილის თეატრი ქართველი მუსიკოსების კონცერტს უმასპინძლებს – მსმენელისათვის ზაზა მარჯანიშვილი, ზაზა მიმინოშვილი და გიორგი მელიქიშვილი დაუკრავენ. 

როგორც “ქართულ კვირასთან” საუბარში ზაზა მარჯანიშვილი ამბობს, ეს მათი საშობაო ტრადიციაა: “წლებია ეს ჩვეულება გვაქვს, საშობაოდ ზაზა მიმინოშვილი ჩამოდის საქართველოში და ერთად ვმართავთ კონცერტს – ეს ჩვენი ერთგვარი საჩუქარია ქართველი მსმენელისათვის. წელს კი გიორგი მელიქიშვილიც შემოგვიერთდა, ვფიქრობ, სასიამოვნო საღამოს ვაჩუქებთ კონცერტზე მოსულ სტუმრებს”. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები