ავსტრიის ქართულმა სათვისტომომ საშობაო წარმოდგენა გამართა

ავსტრიაში, ქალაქ გრაცის ქართული საკვირაო სკოლა “იმედის” ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საშობაო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარმოდგენა “საშობაო ზღაპარი” წარუდგინეს და ქართული საბავშვო მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები. საშობაო კონცერტს გრაცში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები ავსტრიის ქართული სათვისტომოსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები