დედოფალ მარიამის მზითვის წიგნი
მზითვის წიგნი, რომელიც მთავარმა, ლევან II დადიანმა თავის დას, დედოფალ მარიამს გადასცა, როდესაც მეფე როსტომს მიათხოვა.
“ერთი ოქროს სამარილე,
ერთი ოქროს კოვზი,
ერთი ოქროს დიდი სურა,
ერთი ვერცხლის ჯამთასი,
ორი ვერცხლის სასანთლე,
ერთი კარგი ცხენი ოქროს მურასას უნაგირითა, მურასას ლაგამითა და სამკერდგულითა. ჩარყაფად შეკერილის
ახლითა; ამ უნაგირში ზის ყირმიზი, იაგუნდი, სამასი და ოთხასი დიდი და წურილი ნიშაური ფირუზი; ლაგამს უზის თვალი ორმოცდახუთი და ორმოცდახუთი ბალთა აქ. მეორე საულაყე ცხენი, თოხარიკი…”
თავნაკლული. გრაგნილი. 3 კეფი.
(ზომა-114X21,8)