ყალბი ახალი ამბები და სოციალური მედია – გავლენა დემოკრატიულ საზოგადოებაზე
საქართველოს IPS- სტიპენდიატთა კავშირის ინიციატივით თბილისში გაიმართა სამ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ყალბი ახალი ამბები და სოციალური მედია – გავლენა დემოკრატიულ საზოგადოებაზე“.
მონაწილეებს 15 ქვეყნიდან შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიები გაემართათ მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან და მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ გერმანიის პარლამენტი, გერმანიის საელჩო თბილისში, კონრად ადენაუერის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადეობის საერთაშორისო მოგრაციისა და განვითარების ცენტრი და თბილისის გოეთეს ინსტიტუტი.