სტაჟირება საქართველოს საელჩოში ნორვეგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში 2020 წლის 6 იანვრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ერთ საუკეთესო აპლიკანტს. სტაჟირება დაიწყება 2020 წლის 2 მარტიდან და გაგრძელდება 2 ივნისის ჩათვლით.
სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საბუთები მიიღება 2020 წლის 6 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები