გერმანულ ენაზე გამოიცა მზია ჭიჭიაშვილის „ეს უნდა მეთქვა“
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე გამოიცა მზია ჭიჭიაშვილის „ეს უნდა მეთქვა“.
მთარგმნელი: ნინა ზიგერი
გამომცემლობა: WTV Wissenschaftlicher Verlag Trier
მზია ჭიჭიაშვილის წიგნი „ეს უნდა მეთქვა“ არის ავტობიოგრაფიული ხასიათის მემუარული ნაწარმოები, სადაც ავტორი მკითხველს უზიარებს პირად მოგონებებსა და იმ მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაუგროვდა. ნაწარმოებში ასახულია ეპოქის სული, ქართული ყოფა და ის ღირებულებები, რომლებიც ავტორისთვის ფასეულია.