საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კონტინენტის პირველობა ხუთი მედლით დაასრულა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში შვედი ნიკლას ოჰლენი 3:1 დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე მესამე მედალი მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ბოლქვაძე (82 კგ) ბრინჯაოსმედალოსანი გახდა, ხოლო იური ლომაძე (72 კგ) ვიცე-ჩემპიონი. ქართველი ფალავანი ფინალში საფრანგეთის სახელით გამომსვლელ იბრაჰიმ მაჰომედ განემთან დამარცხდა.
24 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.