საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი – 2025″ გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირში 20 ქვეყნის 200-ამდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ:

ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ – სანდრო თეზელაშვილი;

ორადგილიანი კაიაკი, 500 მ – ალექსი მონდაძე და იოანე ცინცაძე;

ორადგილიანი კაიაკი, 200 მ – ალექსი მონდაძე და  ნიკოლოზ თათარაშვილი;

ორადგილიანი აკადემიური ნიჩბოსნობა – ნიკოლოზ იორდანიშვილი და გიორგი კაპანაძე;

აკადემიური ნიჩბოსნობა – ნიკოლოზ ხარჩილავა.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ –  იოანე ცინცაძე;

ერთადგილიანი კაიაკი, 500 მ – ნიკოლოზ ჭეიშვილი და იოანე ცინცაძე;

ორადგილიანი კაიაკი, 500 მ –  ნიკოლოზ წიკლაური და ვახტანგ მამულაშვილი;

ორადგილიანი კაიაკი, 1000 მ – ნიკოლოზ წიკლაური და ვახტანგ მამულაშვილი.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

ერთადგილიანი კანოე, 200 მ – სანდრო ჭოჭუა;

ერთადგილიანი კანოე, 500 მ – იოანე ნებიერიძე.

აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს გუნდი ტურნირის თასსაც დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები