ეროვნულ არქივში IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა.

სამდღიან კონფერენციაში 200-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.

კონფერენცია ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მჭიდრო კავშირს, მათ შორის სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები